ფუნქციონალური შესაძლებლობები
მოშორებული ობიექტების დაკავშირება
გადაწყვეტილებას გააჩნია შესაძლებლობა ნებისმიერი ორგანიზაციული სტრუქტურის მქონე კომპანიის ცენტრალური ოფისი დააკავშიროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, როგორებიცაა რეგიონალური ოფისები, მოშორებული საწყობები და ა.შ. ამ დროს მმართველ რგოლს საშუალება ეძლევა ცენტრალიზებულად მართოს მთლიანი კომპანია, ისე რომ გააჩნდეს ოპერატიული ინფორმაცია კომპანიაში მიმდინარე სავაჭრო პროცესების შესახებ და ფლობდეს სრულ ინფორმაციას მთლიანი კომპანიის მასშტაბით. ამავე დროს შესაძლებელია მოხდეს ინფორმაციის ანალიზი სტრუქტურული ერთეულების ჭრილში.
დაკავშირება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ტერმინალური კავშირით (On line), ისე განაწილებული ბაზების (Off line) საშუალებით. განაწილებული ბაზების შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურად წინასწარ მითითებული პერიოდულობით.
მოდული ჯიბის პერსონალური კომპიუტერებისათვის
ჯიბის პერსონალური კომპიუტერის მოდული გათვლილია უკვე გამოცდილ და ამავე დროს თანამედროვე ტექნიკაზე. მისი მეშვეობით სავაჭრო აგენტი დამოუკიდებლად ახორციელებს სავაჭრო ოპერაციებს ადგილზე და ეს ინფორმაცია ოფისში პირდაპირი დაკავშირებით ან მასში მისვლის გარეშე GPRS–ის საშუალებით აისახება საოფისე მოდულში.
ჯიბის კომპიუტერის მოდული მრავალფუნქციურია და მთლიანად მოიცავს დისტრიბუტორისათვის (პრისეილერის და ვენსეილერის) საჭირო ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას. დისტრუბუტორების ავტომატიზაციის შედეგად მას აღარ სჭირდება დოკუმენტების ხელით გამოწერა, კლიენტის ვალის გამოთვლა და ფურცლებში მიმდინარე ოპერაციების აღრიცხვა. ჯიბის კომპიუტერების მოდულის დახმარებით დისტრიბუტორი უმოკლეს დროში აფორმებს შეკვეთის, გაყიდვის, თუ თანხის შემოსვლის ოპერაციებს, ბეჭდავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმებს (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები) და შიდა აღრიცხვის დოკუმენტებს. შეუძლია დღის ნებისმიერ პერიოდში ამობეჭდოს შემოსული თანხების თუ მანქანაზე არსებული სასაქონლო მარაგები, შედეგად დისტრიბუტორს ეძლევა საშუალება თვითონაც აკონტროლოს მისი ვალები და სასაქონლო ნაშთები.
საოფისე პროგრამის მოდული
ოპერაციების აღრიცხვა და ანალიზი პროდუქციის ბრენდების ჭრილში
გადაწყვეტილების საოფისე მოდული საშუალებას იძლევა კომპანიამ საქონლის გაყიდვების რაოდენობრივი და თანხობრივი მაჩვენებლები, ასევე დებიტორული დავალიანებები და ფულადი სახსრების მოძრაობა დაინახოს პროდუქციის ბრენდების მიხედვით, რომელთა ოპერაციების განცალკევებული აღრიცხვის მიუხედავად კომპანიას საშუალება ეძლევა ფლობდეს კომპანიის სრულ სურათს.
სავაჭრო აგენტების საქმიანობის ეფექტური მართვა
საოფისე მოდულში დისტრიბუტორების დავალიანების კონტროლი მარტივად და ეფექტურად ხორციელდება. იგი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ვენსეილერებისათის დისტრიბუტორების ნაშთებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი, ასევე დებიტორული დავალიანებების კონტროლი დისტრიბუტორებისა და დავალიანების ხანგრძლივობის მიხედვით.
პროგრამის საშუალებით შესაძლებელია თითოეულ სავაჭრო აგენტს დაენიშნოს მარშრუტი კვირის დღეების მიხედვით და დღის მარშრუტის მიხედვით მოხდეს დაგეგმილი და დაუგეგმავი ვიზიტების კონტროლი და ანალიზი.
ადგილობრივი და საიმპორტო შესყიდვების წარმოება და თვითღირებულების ფორმირება
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია დაფიქსირდეს როგორც საიმპორტო, ასევე ადგილობრივი შესყიდვები მათ შორის მომწოდებლებთან წინასწარი შეკვეთების საფუძველზე.
ყოველი შესყიდვისას შესაძლებელია ნებისმიერი დეტალიზაციით მიეთითოს შესყიდულ საქონელზე დარიცხული სატრანსპორტო თუ სხვა სახის დამატებითი ხარჯები, საბაჟო გადასახადი და ა.შ. და მათი გათვალიწინებით მოხდეს საქონლის თვითღირებულების ავტომატური ფორმირება.
ფასწარმოქმნის ეფექტური სისტემა
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია დაფიქსირდეს როგორც კომპანიის გასაყიდი, ისე მომწოდებლების და კონკურენტების ფასები და განხორციელდეს მათი ანალიზი, რომელთა საფუძველზე სისტემა ეხმარება კოპანიას აარჩიოს ოპტიმალური შესასყიდი ფასის მქონე მომწოდებელი და მასთან აწარმოოს შესყიდვები.
გადაწყვეტილებას გააჩნია შესაძლებლობა შესასყიდი ფასის საფუძველზე მოახდინოს გასაყიდი ფასების ფორმირება გარკვეული პროცენტული ფასნამატის მიხედვით.
გადაწყვეტილებას გააჩნია ფასდაკლების მოქნილი სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა კონკრეტულ კლიენტს დაენიშნოს ფასდაკლების ფიქსირებული პროცენტი ბრენდების მიხედვით. ფასდაკლების სისტემაში ასევე ჩადებულია ბრენდების მიხედვით ფასდაკლების განსხვავებული პირობების დანიშვნის შესაძლებლობა კლიენტების ერთჯერადი შესყიდვის თანხების მიხედვით.
სასაქონლო მარაგების აღრიცხვა
გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა იწარმოოს სასაქონლო მარაგების აღრიცხვა ნებისმიერი რაოდენობის საწყობების მიხედვით. საქონელი შესაძლოა აღირიცხოს ვარგისიანობის ვადებისა და მახასიათებლების შესაბამისად.
სისტემაში შესაძლოა აღირიცხოს საქონლის შტრიხ-კოდები, რაც საშუალებას იძლევა სასაწყობე ოპერაციები გამარტივდეს შტრიხ-კოდის სკანირების გამოყენებით. გადაწყვეტილებაში თითოეული საქონელი შესაძლებელია რამდენიმე განზომილების ერთეულში აღირიცხოს. მაგ: ცალი, ყუთი, შეკვრა და ა.შ. და თითოეული საქონლისათვის წინასწარ შერჩეული სამი ერთეულის მიხედვით მიიღოს ინფორმაცია მისი რაოდენობრივი ბრუნვისა და ნაშთების შესახებ.
“IBS დისტრიბუციაში” შესაძლებელია განხორციელდეს საწყობის ინვენტარიზაცია და პროგრამის მიერ ავტომატურად მიეთითოს გადახრა საქონლის მოსალოდნელი რაოდენობიდან ფაქტობრივ რაოდენობამდე. ინვენტარიზაციის საფუძველზე შესაძლებელია საქონლის დანაკლისისა და ნამეტის მიხედვით მოხდეს საწყობში სასაქონლო ნაშთების კორექტირება, რათა შესრულდეს მისი რეალურთან შესაბამისობაში მოყვანა.
ფულადი სახსრები
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია აისახოს ნებისმიერი რაოდენობის სალარო და საბანკო ანგარიში პროგრამაში დაფიქსირებულ რომელიმე ვალუტაში. ასევე შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების როგორც დაგეგმილი, ასევე ფაქტობრივი შემოსავლებისა და გასავლების დაფიქსირება.
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია განხორციელდეს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ფულადი სახსრების მოძრაობის მუხლებისა და სალაროების (საბანკო ანგარიშების) ჭრილში.
ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა
ყველა სავაჭრო ოპერაციის შესრულების დროს პროგრამული პროდუქტი საშუალებას იძლევა ამოიბეჭდოს ყველა საჭირო და კანონდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური ფორმები: ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, სალაროს შემოსავლის ორდერი.
გადაწყვეტილებაში გაფორმებული ანგარიშ-ფაქტურებისა და განხორციელებული გაყიდვების, ასევე მიღებული ანგარიშ-ფაქტურებისა და შესყიდვების საფუძველზე ფორმირდება ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი გაყიდვებისა და შესყიდვების წიგნი (ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი).
კავშირი "IBS ბუღალტერიასთან"
პროგრამული პროდუქტი „IBS დისტრიბუცია“ დაკავშირებულია პროდუქტ „IBS ბუღალტერიასთან“. ამ ორი პროდუქტის კავშირის დროს კომპანიის სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტები ფორმდება პროდუქტ „IBS დისტრიბუციაში“ და შემდეგ ეს მონაცემები ავტომატურად წინასწარ მითითებული პერიოდულობით ან მექანიკურად იტვირთება პროდუქტ „IBS ბუღალტერიაში“, სადაც ხდება მათი ავტომატური გატარება შესაბამის საბუღალტრო ანგარიშებზე.
პროდუქტის დანერგვით მიღებული ეფექტები
დროისა და შრომითი დანახარჯების შემცირება
ფირმის ბიზნეს პროცესების სრული ავტომატიზაცია; პროგრამაში სწრაფად და მარტივად შესრულებული ოპერაციები საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თქვენი დრო, შრომითი რესურსები და მიიღოთ კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის სრული სურათი.
მართვის პროცესების გაუმჯობესება
უმოკლეს დროში, სასურველი ფორმით სტატისტიკური მონაცემებისა და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღება ზრდის კომპანიის მართვის ეფექტს.
ფირმის საფასო პოლიტიკის ეფექტურად წარმოება
ფასწარმოქმნისა და ფასდაკლების მოქნილი მექანიზმი საშუალებას მოგცემთ ეფექტურად აწარმოოთ ფირმის საფასო პოლიტიკა.
მომწოდებელთა კეთილგანწყობა
მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორების გამჭვირვალობა უზრუნველყოფს მათ თქვენდამი კეთილგანწყობას.
წარმატებული კომპანიის იმიჯი
ინფორმაციის გამჭვირვალობა, ბიზნეს პროცესების მართვა თანამედროვე პროგრამული პროდუქტითა და ტექნოლოგიებით გიქმნით წარმატებული კომპანიის იმიჯს.