კომპანია IBS-ი (ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში უკვე 8 წარმატებული წელია მოღვაწეობს და თანამედროვე ბიზნესს მართვისა და აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემებს სთავაზობს.

IBS-ი ფირმა "1C"-ის ოფიციალურ, სერტიფიცირებულ პარტნიორს წარმოადგენს და მისი პროგრამის პლატფორმის გაქართულებასა და ლოკალიზაციაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.

კომპანია საქართველოს ბაზარზე მოღვაწე ბიზნეს ერთეულებს “1C”-ის პროდუქტების ბაზაზე შექმნილ პროგრამულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა ერთ–ერთ უმთავრეს უპირატესობას მათი მოქნილობა წარმოადგენს. ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლებელია მოერგოს კონკრეტული კლიენტის მოთხოვნებს და ფუნქციონალურად გაფართოვდეს ორგანიზაციის ზრდასთან ერთად. გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მასშტაბის კომპანიისთვის და მოსახერხებელია იმ ბიზნეს ერთეულებისთვის, რომელთაც სურთ ისარგებლონ ავტომატიზაციის ერთიანი სისტემით, რადგან IBS-ის პროგრამული პროდუქტები ერთმანეთთან დაკავშირებულია და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება.

პროგრამული პროდუქტების შემუშავებისა და დანერგვის გარდა, კომპანია IBS-ი მუდმივად ახორციელებს კლიენტი კომპანიების კადრების სწავლებასა და სერტიფიცირებას “1C”-ის მიერ ავტორიზებულ სასწავლო ცენტრში, რომელსაც კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან.

IBS-ის წინსვლას მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, მოქნილი პროგრამული პროდუქტები, სწორი ბიზნეს–ხედვა და განხორციელებული პროექტების შედეგზე ორიენტირება განაპირობებს. კომპანია IBS-ს განხორციელებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი და ჰყავს 3500–ზე მეტი მომხმარებელი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.





პროექტები

სიახლეები

IBS-ი ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტიორი „პატრიოტი-2006“ IBS-ის პროგრამული პროდუქტებით სარგებლობს
IBS-ის პროდუქტების მეშვეობით „პატრიოტი-2006“-ში უზრუნველყოფილია ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, აღრიცხვის ოპერატიულობა და სიზუსტე, ასევე თანამშრომლების მიერ რუტინული ოპერაციების შესრულებისთვის საჭირო დროის შემცირება. პროექტის ფარგლებში ავტომატიზებულია 30 სამუშაო ადგილი.

17.03.2014
IBS-მა ევროპაში ყველაზე დიდი ჰაკათონი დაასპონსორა
14, 15 და 16 მარტს, დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში, ორგანიზაცია uniHack-ისა და თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, ევროპაში ყველაზე დიდი ჰაკათონი ჩატარდა. ღონისძიების ერთერთი MEGA სპონსორი კომპანია IBS-ი იყო.